Road Of My Own

სნოუბორდი, მოგზაურობა, მუსიკა

ბლოგის შესახებ

გამარჯობა!

ამ გვერდზე მოგიყვები ჩემ ამბავს, რატომ გადავწყვიტე ბლოგის წერა, საერთოდ რა მინდა და ამისთანებს.

გულწრფელი ვიქნები და მინიმუმ 10-ჯერ მიანც გადავწყვიტე ბლოგერობა, ხან ვითომ რაზე უნდა მეწერა, ხან რაზე. მერე მბეზრდებოდა და ვაუქმებდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ სწორად ვიქცეოდი, ვის რაში აინტერესებს თინეიჯერის ვითომ ჭკვიანური აზრები და ვითომ შემოქმედებითი ნაწაროებები, ფიქრები და განცდები.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიტყვი რომ ამჯერადაც სპონტანურად წამოვიწყე ეს ამბავი. ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ძალიანაც მომწონს და თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ მივხვდი, რომ სულაც აღარ მინდა მუშაობა. სიამოვნებით მივანებებდი თავს ყველაფერს და გავაკეთებდი სამ რამეს: ვისრიალებდი სნოუბორდით და დავამუშავებდი სრიალის ტექნიკას, ვიმოგზაურებდი და ვივლიდი მუსიკალური ფესტივალებზე. რომ დავფიქრდი, ამ ამბავს არც ისე ცოტა ფული სჭირდება, ამიტომ სამსახურის მიტოვება გამოირიცხა და “დამამშვიდებელი პრიზი” გამოვუძებნე საკუთარ თავს: დავწერო იმაზე, რაც მომწონს.

მართალია, პროფესიონალ სნოუბორდერობამდე ბევრი მიკლია, უფრო მეტიც, ჯერ მხოლოდ დამწყები ვარ. ვერც დიდი მოგზაური მეთქმის, სულ სამჯერ ვარ საქართველოს საზღვარს გაცდენილი, მაგრამ რაღაც გამოცდილება უკვე დავაგროვე, სწრაფად ვითვისებ რაღაცეებს და იმედია, ჩემი გამოცდილება სხვისთვისაც სასარგებლო იქნება და რაღაცა გამოვა.

ამ ბლოგს სამ თემად ვყოფ: სნოუბორდი, მოგზაურობა, ფესტივალები და ვეცდები მაქსიმალურად ამომწურავი და საინტერესო პოსტები შემოგთავაზოთ.

 

Advertisements
%d bloggers like this: