გადავწყვიტე, პირველი პოსტი სნოუბორდს მივუძღვნა. რამდენიმე საკითხია, რომლებიც დამწყებმა უნდა გაითვალისწინოს. თავის დროზე რომ მცოდნოდა, ძალიან გამომადგებოდა და ახლა უკეთ ვისრიალებდი და ნაკლებად დამტვრეულიც ვიქნებოდი.

დავიწყოთ ბორდის ზომის შერჩევით. ხშირად, ბორდს სიმაღლის მიხედვით არჩევენ. მეც, თავის დროზე, ინსტრუქტორი რომ ავიყვანე, სნოუბორდი სიმაღლის მიხედვით შემირჩია. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ ხოლმე, თუმცა სნოუბორდის არჩევისას სიმაღლეზე მეტად რაიდერის წონა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან დაფაზე სხეულის წონა უნდა გადანაწილდეს.

ცხრილში მოცემულია რაიდერის სიმაღლე, წონა და რეკომენდირებული დაფის სიგრძე:

 

 რაიდერის სიმაღლე (სმ) რაიდერის წონა (კგ) სნოუბორდის სიგრძე (სმ)
147 50 – 54 128 – 136
152 52 – 59 133 – 141
158 57 – 61 139 – 147
163 61 – 66 144 -152
168 64 – 70 149 -157
173 68 – 75 154 -162
178 73 – 79 159 -167
183 77 – 84 160+
188 82 – 88 160+
193 86 – 93 160+

რიადერის ფიზიკური მონაცემების გარდა, გასათვალისწინებელია სნოუბორდის ტიპიც.

დამწყებებისთვის საუკეთესოდ “All mountain” ტიპის სნოუბორდი ითვლება, ზომას რაც შეეხება,  წონის შესაბამის დიაპაზონში უფრო მოკლე ბორდის არჩევა ჯობია, თუმცა ეს ამბავი ინდივიდუალურია, მე პირადად დიდ ბორდზე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ თავიდან მოკლეზე დავდექი.

სნოუბორდის სიგრძის გარდა, სიგანეც ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხსაცმლის (ბუტის) ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს.

თუ ბორდი ვიწროა და დამჭერისა და ფეხსაცმლის კიდეები ბორდის კიდეებს სცდება, მოხვევა გართულდება და წაქცევის ალბათობაც იზრდება.

თუ ბორდი ბუტის სიგრძესთან შედარებით ძალიან განიერია, მაშინ კანტიდან კანტზე გადასვლას მეტი დრო დასჭირდება და ესეც არაა კარგი, რადგან მანევრირების დრო იკარგება.
Untitled

ეს  მცირე რეკომენდაციები დამწყებებისთვის, მაგრამ საბოლოოდ როგორც ბორდის სიგრძე, სიგანეც ინდივიდუალური კრიტერიუმია.

კითხვები თუ გაქვთ, კომენტარებს ნუ დაიშურებთ, ასევე, სიამოვნებით მოვისმენდი გამოცდილი რაიდერების აზრს ბორდის ზომასა და სიგანესთან დაკავშირებით.

Advertisements